Marca - „რეალი“ ენდრიკის შესაძლებლობებს 60 მილიონად არ აფასებს
„მარკას“ ინფორმაციით, ენდრიკ ფელიპეს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და ბრძოლაში არაერთი გრანდი ჩაერთო, რამაც მისი ფასი კიდევ უფრო გაზარდა...
მადრიდული გამოცემა „რეალის“ პოზიციას აჟღერებს და აცხადებს, რომ „რეალი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ თუ ენდრიკს კარიერის „ბლანკოსში“ გაგრძელება სურს, ამჟამინდელ გუნდს უნდა აუხნას, რომ არარეალური თანხები არ მოითხოვოს.
„ბლანკოსის“ მაქსიმალური შეთავაზება 45 მილიონი იქნება.
- 11 სექტემბერი 2022
- 1 250
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.