ანჩელოტი:„ასენსიოს გაბრაზება ჩემთვის სრულიად გასაგებია“
კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„3 შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, რასაც რუდიგერმა წერტილი დაუსვა და საკუთარი მადრიდული აქტივი გახსნა. როდრიგოსა და ვინისიუს ჟუნიორის კომბინირება ძალიან მომეწონა. ცხელოდა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა, თუმცა საბოლოო ჯამში ის შედეგი დავაფიქსირეთ, რაც გუნდის ინტერესში შედიოდა.“
„უპირატესობა გვქონდა და ეს ბუნებრივია. ეს არის ჩვენი სტილი და ხასიათი. აქცენტს ყოველთვის სისწრაფესა და გააზრებულ ფეხბურთზე ვაკეთებთ.“
„ფედერიკო ვალვერდე გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და მომავალი ლიდერია. ურუგვაელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს.“
„ვინისიუს ჟუნიორი წინსვლას განაგრძობს, მასში გენეტიკური კოდი დევს, რომელიც არის ბრაზილიური და ტექნიკური. მჯერა, რომ წინახაზელი კიდევ უფრო განვითარდება და მეტს ისწავლის. შესაძლოა მის მიმართ აგრესია ზედმეტი იყო, თუმცა მესმის მეტოქე ფეხბურთელებისაც, რომელთათვის მსგავსი მომენტები რთულია.“
„მესმის ასენსიოს გაბრაზების. სამწუხაროდ, ესპანელი უკმაყოფილო იყო, თუმცა მატჩში განვითარებულმა მოვლენებმა სხვა არჩევანი გამაკეთებინა და მას სათამაშო დრო ვერ მივეცი. მესმის ვილემსენის გაბრაზების, მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ (იცინის), ის შანსს აუცილებლად მიიღებს.
„აზარის მოხსნას გარკვუელი მიზნები ჰქონდა. მე ვთვლი, რომ როდრიგომ და ვინისიუსმა ცენტრში შეწევით გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანეს.“
„სებალიოსის თამაშით კმაყოფილი ვარ. ესპანელი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მეტოქე გუნდის პრობლემები სათავისოდ გამოეყენებინა და თანაგუნდელებისთვის სივრცეები გაეხსნა.“
„ვიმედოვნებ, ბენზემა მოედანს ძალიან მალე დაუბრუნდება, მის გარეშე თამაში რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ჩვენ წინა ხაზში არაერთი კარგი ფეხბურთელი გვყავს.“
„როდრიგოსთვის ცენტრ-ფორვარდის პოზიციის მორგება რთული არ არის, მას გოლის განსაკუთრებული ალღო აქვს.“
„მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობა კარგად უნდა შევაფასო და გავაანალიზო. იქამდე არანაირი პრობლემა არ გვექნება, შემდეგ კი ვნახოთ.“
- 11 სექტემბერი 2022
- 5 205
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.