ანჩელოტი:„ბენზემას შემცვლელი უკვე ნაპოვნი მყავს“
კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვფიქრობ, „მალიორკა“ დაცვაში ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ კოლექტივის წინააღმდეგ თამაში და გოლების გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.“
„ვინისიუსის მიზანია აღებული ტემპის შენარჩუნება და განვითარება. მას საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს. არ ვიცი 30-ს გაიტანს, მეტს თუ ნაკლებს. მთავარი მარგი ქმედების კოეფიციენტია. გოლების აღნიშვნა? ის ბრაზილიელია და ცეკვა შესანიშნავად გამოსდის.“
„ედენ აზარი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ბენზემას არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს სწორედ ბელგიელი შემტევი შეავსებს, რომელმაც „სელტიკთან“ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“
„ბენზემას მცირე პრობლემები შარშანაც ჰქონდა, მაგრამ მის ჩანაცვლებას ვახერხებდით. ვიმედოვნებ, ასე იქნება ახლაც.“
„ფრანგს სურს, რომ მადრიდულ დერბიში მზად იყოს, თუმცა ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. თუ „ატლეტიკოსთან“ არ ითამაშებს, არც ნაკრებში გაემგზავრება.“
„კურტუას მუხლზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა კარგად ივარჯიშა და „მალიორკასთან“ მოედანზე გასასვლელად მზად არის.“
„ჩვენ სისტემას არ შევცვლით. აზარი მაქსიმალურად ეცდება, რომ საუკეთესო თვისებები გამოამჟაღვნოს და გუნდის სქემაში ჩაჯდეს.“
„შეუძლებელია ბენზემას სრულფასოვანი შემცვლელი იპოვო, რადგან მას ალტერნატივა მსოფლიოში არ ჰყავს.“
„სებალიოსმა ხვალინდელ დაპირისპირებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.“
„ვინისიუსის პროგრესით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ბრაზილიელი კიდევ მოუმატებს.“
„როტაციები გარდაუვალია, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც ფეხბურთელს მოედანზე ვუშვებ, მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაქვს. დღესდღეობით ამ მიმართულებით დიდი განვითარება შეინიშნება.“
„ვერტიკალურობა? მე ვთვლი, რომ ამის გარეშე დღევანდელი ფეხბურთი არაფერია. ბევრი ტენდეცია შეიცვალა, რასაც უნდა ავყვეთ“
- 10 სექტემბერი 2022
- 4 591
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.