ენდრიკ ფელიპესთვის ბრძოლაში მსოფლიო გრანდები ერთვებიან
ახალგაზრდა შემტევი ენდრიკი მადრიდის „რეალის“ რადარზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც გუნდს სათავეში ზინედინ ზიდანი ედგა...
ბრაზილიელ შემტევს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. „პალმეირასის“ ფეხბურთელი სამშობლოში დიდხანს ნამდვილად ვეღარ დარჩება, ვინაიდან მსურველთა რიგი უდგას.
ამ ეტაპზე ენდრიკისთვის ბრძოლაში სერიოზულად არიან ჩართულები „რეალი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „მილანი“, „პსჟ“ და „ლივერპული“.
როგორც ხედავთ, ფლორენტინო პერესს ძალიან სერიოზული მისიის შესრულება მოუწევს.
„ბლანკოსს“ სურს, რომ 2023 წლის იანვარში ან ზაფხულში ფეხბურთელი 6 წლიანი კონტრაქტით გაიფორმოს, მაგრამ სრულწლოვნობამდე სამშობლოში დარჩენის საშუალება მისცეს.
ენდრიკი არის სწრაფი, ტექნიკური, გოლის ალღოს მქონე წინახაზელი, რომლის უნივერსალობაც თვალშისაცემია. სწორედ ამიტომ „ბლანკოსი“ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
- 10 სექტემბერი 2022
- 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.