Marca - „რეალი“ ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის ხელში ბედნიერია, სწორედ აქედან გამომდინარე, გუნდმა იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს...
მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით, კარლო მადრიდულ გრანდში 2024 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, მაგრამ „რეალი“ ფიქრობს, რომ თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გაგრძელება ოპტიმალური ვარიანტი იქნება.
ამ შემთხვევაში ანჩელოტის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა და განხორციელება შეეძლება, რაც გუნდს უფრო მოტივირებულს და კონკურენტუნარიანს გახდის.
პერესის აზრით, გასახდელში ჩამოყალიბებული საოცარი იდილია და ურთიერთობები გუნდის წარმატების საწინდარია.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 10 სექტემბერი 2022
- 3 217
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.