მოდრიჩი:„ვარჯიშზე პირველი მივდივარ და ბოლო მოვდივარ“
ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებსა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა...
„ყოველთვის მეკითხებიან, რა არის ჩემი საიდუმლო და ამ ასაკში როგორ ვახერხებ მოწოდების სიმაღლეზე დგომას. არ ვიცი, რა ვუპასუხო, მე ფეხბურთით ვცხოვრობ და კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ამ სფეროზე ვფიქრობ.“
„არასდროს იცი, რამდენი ხანი შეგიძლია გაძლო მოედანზე. ფეხბურთისთვის კრიტიკულ ასაკში ვარ, მაგრამ დაუღალავი შრომით და საკუთარი საქმის სიყვარულით შედეგებს ვაღწევ.“
„მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ნიჭი, რომელიც ეტაპობრივად განვავითარე და მწვერვალები დავიყპარი. თუ არ იმუშავებ, მხოლოდ ნიჭი საკმარისი ვერ იქნება.“
„ვარჯიშზე 1 საათით, ან უფრო მეტით ადრე მივდივარ და ფიზიო ვარჯიშებს ვაკეთებ. სესიების შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში ხშირად ვრჩები და კვლავ ფიზიკის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ. ეს არის დიდი შრომა, რომელსაც სიამოვნებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვეწევი.“
- 10 სექტემბერი 2022
- 741
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.