მაურინიო ტემპს აჩქარებს
მადრიდის რეალი აგრძელებს ვარჯიშს , მთელი დატვირთვით... ხოლო კაკა სპორტულ დარბაზში დარჩა
პირველი გუნდის 15 წევრი: კრისტიანო რონალდო, პეპე, დიარა, ლასი, პედრო ლეონი, გრანერო, დუდეკი, ადანი, ბენზემა, გაგო, მარსელო, გარაი, დრენტე, ჰიგუაინი დი მარია და 5 ახალგაზრდა კანტერანო: მორატა, ტებარი, ხუანფრანი, ალექსი და ნაჩო იყვნენ ვარჯიშზე ორშაბათს, კალიფორნიის მზის ქვეშ. კაკა იმყოფებოდა დახურულ კარს მიღმა, რათა ემუშავა სპორტულ დარბაზში.
ჟოზე მაურინიომ კვირა დაიწყო 15 წუთიანი გასაუბრებით გუნდთან, რასაც მოჰყვა გაწელვები და გამახურებელი ვარჯიშები. შემდეგ ფეხბურთელებმა დაიწყეს ბურთზე მუშაობა. ისინი ანხორციელებდენ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას. ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული ბურთის შეტევაში გადატანაზე 2 შეხებით.
მოგვიანებით გუნდი 2 ნაწილად გაიყო, რათა ევარჯიშათ ბურთის მიზანში სროლაზე. 5 წუთიანი დასვენების შემდეგ გუნდი ისევ 2 ნაწილად გაიყო, რათა ევარჯიშათ პრესინგში და ტაქტიკური ვარჯიშები შეესრულებინათ. ორშაბათის პირველი ვარჯიშის დასრულებისას მაურინიომ ჩაატარა პრაქტიკული მატჩი, სადაც ფეხბურთელებს მოეთხოვათ ყველაფრის გამომჟღავნება რაც ისწავლეს ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ. გამოსაცვლელ ოთახში შესვლამდე, მოთამაშეებმა გააკეთეს გაჭიმვები, რათა თავიდან აეცილებინათ ტრავმები.
წყარო: realmadrid.com
- 3 აგვისტო 2010
- 1 822
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.