ალაბა:„მარცხნივ თამაში არ მსურს და ეს ანჩელოტიმ კარგად იცის“
დავიდ ალაბამ დიდ მიზნებზე ისაუბრა...
„როდესაც „რეალში“ თამაშობ ყოველთვის მაქსიმუმზე უნდა იფიქრო. სხვა გზა არ არის. ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მრავალწლიანი ეპოქის შემდეგ ბუნდესლიგა დავტოვე და მადრიდული გრანდი ავირჩიე.“
„საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, თუმცა ახალმა გამოწვევამ კიდევ უფრო გამზარდა, როგორც ფეხბურთელი.“
„ჩემი პოზიცია ცენტრალურია მცველია, მარცხნივ თამაში არ მიყვარს, რადგან იქ აღარ ვარ ისეთივე ეფექტური, როგორც ცენტრში, ეს ანჩელოტიმ იცის და ხედავს კიდეც.“
„მზად ვარ, გუნდს იქ დავეხმარო, სადაც საჭიროა, თუმცა პირადად ჩემი პოზიცია ასეთია.“
- 7 სექტემბერი 2022
- 1 572
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.