ანჩელოტი:„აზარი ბენზემას ტიპიური შემცვლელი არ არის“

კარლო ანჩელოტიმ „სელტიკთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი სჩანს. პირველადი დაკვირვების შედეგად საქმე მიკრო დაზიანებასთან გვაქვს, მაგრამ უნდა დაველოდოთ სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმების გავლას და ექიმების დასკვნას.“

„აზარმა ძალიან კარგად ითამაშა. მოედანზე შესვლისთანავე მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი არ იყო, მაგრამ მალევე გააქტიურდა და გუნდს ძალიან ბევრ კომპონენტში დაეხმარა. როდესაც ბელგიელი ბენზემას ცვლიდა, ვუთხარი, რომ ეს თამაში გოლით უნდა დაესრულებინა.“

„არ ვფიქრობ, რომ ედენი კარიმის ტიპიური შემცვლელია. მას მოედნის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მოძრაობა, შეტევების გამწვევავება და ბურთის დაჭერა.“

„„სელტიკისგან“ ასეთ აგრესიულ თამაშს ველოდი. ეს გუნდი საშინაო არენაზე ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს. მთავარი ის არის, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა სიტუაციის დალაგება და გამარჯვება შეძლეს. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.“

„მილიტაოს მოედანზე დატოვა რისკებს შეიცავდა, ამიტომ ის პირველი ნახევრის ბოლოს შევცვალე და შანსი რუდიგერს მივეცი, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.“

„ჩუამენი ეტაპობრივად ეჩვევა მოდრიჩთან და კროოსთან ერთად თამაშს. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ფრანგმა ბევრ მომენტში ეფექტურად იასპარეზა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ორელიანი ხანდახან წინაც მიდიოდა, მის ადგილს კი ტონი იკავებდა.“

„ფრანგის შესაძლებლობები ხშირად მაოცებს, ის ძალიან ეფექტური და პროგრესირებადი ახალგაზრდაა.“

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2022
  • 5 613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)