ემილიანო ბუტრაგენიო: "მოურინიო თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმს ითხოვს"
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ემილიანო ბუტრაგენიომ "რეალის" შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთელები თავს შესანიშნავად გრძნობენ და არანაირ ზეწოლას არ განიცდიან, როგორც სხვა ქვეყნებში.გარდა ამისა აქ შესანიშნავი ამინდებია და სავარჯიშოთაც ყველანაირი პირობა არსებობს."
"ვარჯიში ძალიან ინტენსიურია და მრავალფეროვანია. ფეხბურთელებისთვის კარგია, როდესაც მათ არ იციან რას გააკეთებენ.დარწმუნებლი ვარ, რომ ყველა ბედნიერია."
"მოურინიო ძალიან მომთხოვნია.იგი ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს.თითოეულ მოთამაშეს ვარჯიშზე შეუძლია თავისი მაქსიმუმის ჩვენება."
"რეალის ხელმძვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდებოდა.სეზონი ერთ თვეში იწყება და კლუბიც და მოურინიოც ცდილობს საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას."
"რეალი"წელს ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.ეს ისტორიულად ასეა.იმისათვის, რომ ეს ასე იყოს, საჭიროა საუკეთესო ფეხბურთელები გვყავდეს და მათი ღირსეული შემცვლელებიც, რადგანაც სეზონი გრძელია და შესაძლოა ნებისმიერმა მოთამაშემ ტრამვა მიიღოს.მოურინიოს 9 თვის განმავლობაში საუკეთესო გუნდი უნდა ჰყავდეს."
წყარო:.realmadrid.com
- 2 აგვისტო 2010
- 1 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.