კროოსი:„ვოცნებობ, რომ ამ ფეხბურთელმა „რეალში“ ითამაშოს“
ტონი კროოსმა „პოდკასტის“ მეშვეობით საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„ჩემთვის „რეალში“ გადმოსვლა ყველა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა. მხოლოდ 24 წლის ვიყავი და მოვხვდი ქალაქში, სადაც ყველაფერი უცხო იყო. არ ვფლობდი ენას და ასე შემდეგ, თუმცა ყველა წინააღმდეგობ დავძლიე და პირველივე წლიდან მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდი.“
„დიახ, ჩემი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო იყო, თუმცა რამდენიმე წელიწადში ჩემი გაყიდვა ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ ხდებოდა შესაძლებელი. მაშინ პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ არ ვიყიდებოდი, ამან კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა.“
„სუპერლიგა? პრეზიდენტი ყოველთვის მართალია (იცინის). მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ადრე თუ გვიან მაინც განხორციელდება, თუმცა ალბათ ამ დროს მოქმედი ფეხბურთელის რანგში აღარ ვიქნები წარმოდგენილი. ფეხბურთში სიახლეებს ყოველთვის უნდა მივესალმოთ, რადგან ეს პროგრესირებადი სპორტია.“
„პრემიერლიგაში დიდი ფულია ჩადებული, ანალოგიური შეიძლება ითქვას სატელევიზიო მიმართულებითაც, თუმცა ფაქტია, რომ ინგლისურ კლუბებს საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესი შედეგები არ უჩვენებიათ. არ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგა საუკეთესოა.“
„ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის მომხრე არ ვარ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა და ვერაფერს შევცვლი.“ „ვოცნებობ, რომ ფლორიან ვირცი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს. ზუსტად ვიცი, რომ გერმანელი ახალგაზრდა ძალიან დიდ პერსპექტივას ფლობს.“
- 5 სექტემბერი 2022
- 7 958
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.