აზარის მომავალი მომდევნო თვეებზე იქნება დამოკიდებული
ედენ აზარის მომავალი სავარაუდოდ მომდევნო თვეებზე იქნება დამოკიდებული. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბელგიელის წასვლა რეალური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში შემტევი გუნდში დარჩა...
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი წარსულის იდენტური იქნება, ედენმა შესაძლოა გუნდი იანვარშივე დატოვოს და „რეალმა“ მისი ხელფასის სახით გადასახდელი თანხა დაზოგოს.
აზარს მსურველები ჰყავს, თუმცა რეალური შემოთავაზებები, რომელიც ფეხბურთელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ფაქტი კი ის არის, რომ შემტევი ანჩელოტის განკარგულებაშია და შანსს აუცილებლად მიიღებს.
- 2 სექტემბერი 2022
- 1 174
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.