რეგილონი:„„რეალი“ ჩემთვის წარსულია, ამ გუნდზე აღარ ვფიქრობ“
სერხიო რეგილონი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. მოთამაშემ საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. ესპანელს „რეალზეც“ ჰკითხეს...
„მე ვიცავდი სამეფო კლუბის ღირსებას და დიდი იმედებიც მქონდა, მაგრამ „რეალში“ კარიერა არ განვითარდა ისე, როგორც ჩემს გეგმებში შედიოდა, სწორედ ამიტომ სიტუაციის შეცვლა ვამჯობინე.“
„ახლა „რეალი“ ჩემთვის წარსულია და ამ გუნდზე აღარ ვფიქრობ, ყოველთვის წინ ყურებას ვამჯობინებ.“
„ღალატი? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ „ატლეტიკოში“ გადმოსვლით „რეალს“ ვუღალატე. მე „ბლანკოსის“ სადარაჯოზე დიდხანს არ ვმდგარვარ.“
„ბერნაბეუზე „ატლეტიკოს“ მაისურით თავაწეული გავალ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.“
„ამ გუნდში დიდი იმედებით მოვედი. მადრიდს შესანიშნავად ვიცნობ და ადაპტაცია არ მჭირდება. „ატლეტიკოს“ ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ლა ლიგა მოიგოს.“
- 30 აგვისტო 2022
- 2 919
- 8