ჩუამენი:„არ მსურს, რომ ვინმემ კაზემიროს შემადაროს“
ორელიან ჩუამენი „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა...
„რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამარჯვება დავაფიქსირეთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში.“
„გუნდს აქვს მოტივაცია, გამარჯვებულის სული და ძალიან დიდი გამოცდილება, რაც რთულ დაპირისპირებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
„კაზემირო? არ მსურს, რომ მას შემადარონ, მე ორელიანი ვარ. ბრაზილიელი ნამდვილი ლეგენდაა, რომელმაც „ბლანკოსში“ ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ მოახერხა.“
„საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ მომატება კიდევ შემიძლია.“
- 29 აგვისტო 2022
- 1 922
- 12