ისტორიული შედეგი - ის, რაც ყველას გამორჩა!
კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა...
იტალიელმა სპეციალისტმა „ბლანკოსის“ მესაჭის რანგში 179-ე დაპირისპირება გამართა და ჟოზე მოურინიოს 178 მატჩიანი შედეგი გააუმჯობესა.
კარლიტო ახლა მე-6 პოზიციაზე გადავიდა, რეიტინგი მოიცავს იმ სპეციალისტებს, რომლებიც ყველაზე დიდხანს ედგნენ სათავეში „მერენგების“ რიგებს. ანჩელოტიმ ჩატარებული 179 მატჩიდან 132 მოიგო, 22 ფრედ დაასრულა და 25 წააგო.
ახლა კარლიტოს სამიზნე მოლოუნია, რომელიც გუნდს სათავეში 183-ჯერ ედგა, შემდეგ მოდის ბეენჰაკერი 197 მატჩით.
- 29 აგვისტო 2022
- 3 744
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.