ანჩელოტი ერთს ლაპარაკობს, მეორეს აკეთებს!
კარლო ანჩელოტი ყველა პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ედენ აზარის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ის თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ასე შემდეგ, თუმცა საქმე სხვა რამეს გვაჩვენებს...
მაშინ როდესაც სამეფო კლუბი სეზონის პირველი ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო, ანჩელოტიმ აზარი კვლავ სათადარიგო სკამზე დატოვა და არჩევანი დანი კარვახალზე გააკეთა, რომელმაც ლუკას ვასკესი ჩაანაცვლა.
ფაქტია, რომ იტალიელი სპეციალისტი ბელგიელ შემტევს არც ნორმალურ და არც კრიტიკულ სიტუაციაში არ ენდობა.
ამ შემთხვევაში აზარის უკმაყოფილება სავსებით გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან ფეხბურთელი მოედანზე ფაქტობრივად არ სჩანს.
- 29 აგვისტო 2022
- 1 834
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.