კურტუა:„ჩუამენი უკვე საოცრებებს სჩადის“
ტიბო კურტუამ „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეტოქემ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, თუმცა ბოლოს დაიღალა და ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენეთ.“
„გატანილმა გოლმა ბევრი რამ შეცვალა. მეტოქეს თვითდაჯერება მიეცა და მეორე გოლის გატანას ცდილობდა. მოხარული ვარ, რომ გუნდის დახმარება საკუთარი აქტიურობითაც შევძელი.“
„ჩუამენი უკვე საოცრებებს სჩადის, ფრანგი ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელი იყო, ის ბურთს ფაქტობრივად არ კარგავს და შემტევებსაც ეხმარება. ვარჯიშებზე კარგად სჩანს, რომ ორელიანი მრავალმხრივი მოთამაშეა და „ბლანკოსში“ ფეხს მოიკიდებს, მისი გამოსვლით ყველა კმაყოფილია და მჯერა, უდიდეს წარმატებას მიაღწევს.“
„„ბეტისი“ შარშანაც შესანიშნავი გუნდი იყო, ამიტომ მომდევნო დაპირისპირება სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. ვიცით, რომ ანდალუსიელები მაქსიმალური შედეგების ჩვენებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ საშინაო დაპირისპირება გვაქვს და ეს გარემოება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“
- 29 აგვისტო 2022
- 1 356
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.