მოდრიჩი:„რეალში“ გადასვლა ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“
ლუკა მოდრიჩმა განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„10 წლის წინ მადრიდელი გავხდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება, რამაც გამაბედნიერა.“
„სამეფო კლუბში უამრავი რამ ვისწავლე და გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. ამ კოლექტივში მოხვედრამ დიდ გამოცდილებასთან ერთად საოცარი მეგობრებიც შემძინა.“
„ბევრი ტიტული, ისტორიული მატჩები და გამარჯვებები, ეს ყველაფერი მოგონებებია, რომელიც ახლაც გრძელდება.“
„მომავალი? კარიერის „ბლანკოსში“ დასრულება ჩემი ოცნებაა.“
- 27 აგვისტო 2022
- 909
- 4