ბოლოსწინა ვარჯიში „ესპანიოლთან“ მატჩამდე!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მე-3 ტურისთვის კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს, ეს იყო ბოლოსწინა სესია, ბოლო რჩევა-დარიგებებს კი მოთამაშეები ხვალ მიიღებენ...
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, გუნდი ბურთთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. შემდეგ იყო ტაქტიკური სამუშაოები, პრესინგში და კარში დარტყმების კომპონენტი.
ხესუს ვალიეხო მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ნაჩო ფერნანდესი და ალვარო ოდრიოზოლა მწვანე მინდორზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.
- 26 აგვისტო 2022
- 457
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.