ბენზემა:„„უეფას“ ჯილდო ჩემთვის საამაყოა“

კარიმ ბენზემამ „უეფას“ ღონისძიებაზე კომენტარი გააკეთა...

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან საამაყოა, თუმცა ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა ჩემი თანაგუნდელები. გასულ სეზონში მართლაც საოცარი შედეგები გვქონდა გულშემატკივრებს შესანიშნავი საღამოები ვაჩუქეთ.“

„„პსჟ“-სთან დაპირისპირებაში მართლაც საოცრება შევძელით, ეს იყო დიდებული „ქამბექი“ და გულშემატკივრების სიხარული.“

„კარლო ანჩელოტი გენიოსია, მას საუკეთესოდ მივიჩნევ, იტალიელის მიდგომები ყოველთვის გამორჩეული იყო.“

„ეს არის ჩემი პირველი ჯილდო, რომელიც „უეფასგან“ მივიღე, მაგრამ ხაზს ვუსვამ , რომ მთავარი კოლექტიური ტიტულებია.“

„ჩემი მადრიდული კარიერა გაგრძელდება იქამდე, სანამ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები.“

„ტრანსფერები? ეს ჩემი საქმე არ არის. „ბლანკოსი“ ყოველთვის უმაღლესი კლასის მოთამაშეებს იმატებს.“

„კრიშტიანო რონალდუს შედეგის მიღწევა ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ბევრი გოლის გასატანად. მე გუნდის ლეგენდებს შორის ვარ, რაც უფრო მოტივირებულს და შემართულს მხდის.“

„ოქროს ბურთის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი ოცნებაა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.“

„მთავარია სიყვარულით ითამაშო, ბოლომდე დაიხარჯო და მოტივაცია არასდროს დაკარგო. ტიტულები თავისით მოვა, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით.“

„34 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში.“

„კრიშტიანოსგან ბევრი რამ ვისწავლე, მასთან ახლა კომუნიკაცია აღარ მაქვს, რადგან სხვაგან თამაშობს, თუმცა ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.“

  • Hala
  • 26 აგვისტო 2022
  • 10 847
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)