ანჩელოტი:„მან „რეალი“ შესაძლოა მართლაც დატოვოს“
კარლო ანჩელოტიმ „უეფას“ დაჯილდოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დამატებითი პასუხისმგებლობის მომცემი ჯილდოა. მადლობა არიგო საკის, ჩემს დიდ მასწავლებელს, რომელმაც ბევრი რამ დამანახა და ამიხსნა.“
„შარშანდელი წარმატება ფეხბურთელების საოცარი „ქიმიისა“ და გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერის შედეგია. „ბლანკოსს“ ისტორული სეზონი ჰქონდა და ამას ყველა ერთხმად ვაღიარებთ.“
„დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომლის თანადგომის გარეშე ვერაფერი გამოვიდოდა.“
„ვეტერანებისა და ახალგაზრდების უდიდესმა თავდადებამ და შემართებამ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ფეხბურთი ჩემი სპორტია, რომლითაც უკვე ათწლეულებია გატაცებული ვარ. მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.“
„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. ასენსიოს წასვლა მანჩესტერში? მან შესაძლოა „ბლანკოსი“ დატოვოს, მაგრამ თუ სექტემბრის დასაწყისში ჩვენთან იქნება, 100%-ით გუნდში დარჩება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
- 26 აგვისტო 2022
- 5 468
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.