25 აგვისტოს გეგმა ცნობილია!
კარლო ანჩელოტიმ დღის გეგმა ჩამოაყალიბა...
გამომდინარე იქედან, რომ დღეს თურქეთში „უეფას“ ღონისძიებაა, რომელსაც მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი უნდა დაესწროს, ფეხბურთელები სესიას შედარებით ადრე გამართავენ.
ვარჯიში სტარტს მადრიდის დროით 09:30 საათზე აიღებს, რათა ანჩელოტისა და მის შეგირდებს დროის პრობლემა არ შეექმნათ.
დღეს საღამოს კი გამოვლინდება საუკეთესო მწვრთნელის, ფეხბურთელისა და კარის დარაჯის ვინაობა. ამასთანავე საღამოს მადრიდისტები ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებსაც შეიტყობენ.
- 25 აგვისტო 2022
- 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.