„რეალმა“ ვალვერდეს სანაცვლოდ 90 მილიონიანი წინადადება დაბლოკა!
ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ფედერიკო ვალვერდეს სანაცვლოდ 90 მილიონიანი წინადადება მოისმინა, მაგრამ უმალვე დაბლოკა...
დიდი ალბათობით, მსურველი კლუბი მანჩესტერ „იუნაიტედია“, რომელმაც ფედეს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს გამოთქვა.
ფლორენტინო პერესი ურუგვაელი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და თვლის, რომ ის მომავლის მადრიდელია.
მართალია გუნდმა გაყიდა კაზემირო, თუმცა ის უკვე 30 წლის არის, ვალვერდეს კი ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.
ფედე ხელშეუხებელია, „ბლანკოსი“ არ მას არ შეელევა.
- 23 აგვისტო 2022
- 1 824
- 13