მოდრიჩი:„ჩვენ პატივს ვცემთ კაზემიროს გადაწყვეტილებას“
ლუკა მოდრიჩმა კაზემიროს მანჩესტერულ გრანდში წარმატებები უსურვა...
„მანჩესტერ „იუნაიტედში“ წასვლა? ბრაზილიელს წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ პატივს ვცემთ კარლოს ენრიკეს გადაწყვეტილებას, თუმცა გული გვწყდება, რომ ლეგენდარული ტრიო დაიშალა.“
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპის სუპერთასი ჩვენი ტრიოს ბოლო ტიტული იქნებოდა. ასევე ვერ წარმოვიდგენდი, რომ კაზესთან ერთად შევქმნიდი იმ დიდ ეპოქას და გამოვივლიდი წლებს, რომლებიც ერთად დგომით და წარმატებით შევქმენით.“
„კაზემირო ყოველთვის კარგ ხასიათი იყო, მისი ხუმრობები „ვალდებებასზე“ არასდროს არავის დაავიწყდება. ამასთან ერთად დაუვიწყარია ის შრომისუნარიანობა, რომელიც ნახევარმცვლეს აქვს.“
„„რეალი“ განვითარებას კაზემიროს გარეშე განაგრძობს, ბრაზილიელს კი პრემიერლიგაში წინსვლას ვუსურვებ.“
- 19 აგვისტო 2022
- 5 749
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.