ჟოზეს ნამდვილი კაკას ხილვა სურს
ბრაზილიელი ვარსკვლავი რიკარდო კაკა ლოს ანჯელესში ჩავიდა. მას ვარჯიშის დრო არ ჰქონდა, მაგრამ რიკარდო მალე გუნდს შეუერთდება.
როცა მოუ კაკას შეხვდა, მისი პირველი შეკითხვა ასეთი იყო. "ტრავმები ისევ გაწუხებს?". რიკის ექიმების ცნობით, ბრაზილიელმა სპეციალური ვარჯიშები უნდა გაიაროს რათა თამაშში ხელი არ შეუშალოს და ტრავმა მალე მოირჩინოს. ამ ვარჯიშებს რიკი უკვე გასულ წელსაც გადიოდა.
ბრაზილიელი ექმიმების ცნობით, კაკამ მუნდიალზე მისი შესაძლებლობების 85% გამოიყენა. ახლა მან დაისვენა და შესაძლოა მან მისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.
რიკარდო სამედიცინო შემოწმებას გავლის, ექიმები მის ტრავმას გამოკვლევას ჩაუტარებენ და აცნობებენ მოუს, არის თუ არა მზად ფეხბურთელი რათა თამაში შესძლოს.
ჟოზეს ძალიან უნდა ძველი კაკა იხილოს. მას სურს რიკარდო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდეს, მოუ ბრაზილიელს ენდობა და დარწმუნებულია კაკას გაბრწყინებაში. თვითონ ფეხბურთელიც ძალიან მონდომებულია და სურს ყველას აჩვენოს მისი შესაძლებლობები.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 1 აგვისტო 2010
- 1 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.