დიდი გამოწვევის მოლოდინში
კარლოს ენრიკე კაზემიროს „რეალიდან“ წასვლა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ორელიან ჩუამენის შანსები სერიოზულად იზრდება...
ფრანგი ფეხბურთელის პირდაპირი კონკურენტი მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი იყო, მაგრამ როგორც სჩანს, ის კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ეს არის ერთგვარი შანსი, როგორც ჩუამენისთვის, ასევე კამავინგასთვის, რომელმაც შარშან საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება მოახერხა.
ამასთან ერთად „ას“ იუწყება, რომ რთულ სიტუაციაში ანჩელოტი ჩამშლელის პოზიციაზე ალაბასაც განიხილავს, რომელსაც „ბაიერნის“ შემადგენლობასი აღნიშნულ პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია.
ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ „რეალი“ კაზემიროს პირდაპირი შემცვლელის ყიდვით არ ინტერესდება, ჩუამენი კი ისტორიულ შანსს მიიღებს.
- 19 აგვისტო 2022
- 1 847
- 12