თუ კაზემირო წავა, „რეალი“ 120 მილიონიან ფეხბურთელს იყიდის!
ესპანური და გერმანული გამოცემების ცნობით, კაზემიროს მანჩესტერ „იუნაიტედში“ წასვლის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი 2023 წელს აღარ დაელოდება და 120 მილიონინ ტრანსფერს დაასრულებს...
ჯუდ ბელინგემზე მადრიდის „რეალში“ დიდი ინტერესია. მეტიც, არაერთმა გამოცემამ დაადასტურა, რომ ინგლისელი ნახევარმცველი მომავალ ზაფხულს „ბლანკოსის“ მთავარი სამიზნე იქნებოდა, მაგრამ ახლა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
დორტმუნდელი ნახევარმცველი ბერნაბეუზე შესაძლოა დაგეგმილზე ადრე აღმოჩნდეს, ამას კი კაზემიროს პრემიერლიგაში გადასვლა განაპირობებს.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს გერმანელებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე დაწყებული აქვს.
- 18 აგვისტო 2022
- 8 645
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.