დი მარია:"ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია"
მადრიდის "რეალის" არგენტინელი სუპერ-ვარსკვლავი, ანხელ დი მარია UCLA-ს საპრესკონფერენციო დარბაზს, რიგით მესამედ ეწვია და მადრიდულ პრესასთან კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა. 22 წლის სამხრეთ ამერიკელმა ნახევარმცველმა, ახალ გუნდთან ერთად გასამართ მატჩებზე და საერთოდ, მის მომავალ - "მადრიდულ" გეგმებზე ისაუბრა.
"ლოს ანჯელესში, თანაგუნდელებმა გულთბილი დახვედრა მომიწყეს... ასეთმა მეგობრულმა ჟესტმა, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შემმატა. მე მზად ვარ საკუთარ თავთან სამუშაოდ, რათა გავამართლო ის ავანსები, რომელიც სრულიად მადრიდულმა საფეხბურთო სამყარომ ჩემზე გამოსცა."
"ამ გუნდში ყველაფერი მაქვს... კარგი მეგობრები, შესანიშნავი მწვრთნელი, დიდებული სამუშაო გარემო... ახლა ჯერი ჩემზეა, მე უნდა დავამტკიცო, რომ ნამდვილად ღირსი ვარ ვიყო იმ გუნდის მოთამაშე, რომელსაც მადრიდის რეალი ჰქვია. სამეფო კლუბი, ყველასგან გამოირჩევა, აქ თითოეული ფეხბურთელისგან რაიმე განსაკუთრებულს ელიან და შესაბამისად მოთამაშეებზე ზეწოლაც საკმაოდ მაღალია... ზემოთხსენებულთა მიუხედავად, მე მზად ვარ სირთულეების დასაძლევად..."
"მე ყოველთვის ვოცნებობდი, მადრიდს რეალში თამაშზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბენფიკას ღირსებას ვიცავდი, უამრავი ევროპული გრანდისგან ვიღებდი სხვა და სხვა სახის შემოთავაზებებს, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ მათზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ... ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, მანამ სატრანსფერო ასპარეზზე, მადრიდის რეალი არ გამოჩნდა..."
"ჟოზე მაურინიომ, ჩემპიონთა ლიგის თასი უკვე ორჯერ აღმართა, ახლა კი დროა ეს ცერემონია მესამედ შედგეს, ოღონდ ამჟამად მადრიდს რეალთან ერთად..."
By Kevlisha...
- 1 აგვისტო 2010
- 1 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.