100 მილიონი ევრო კაზემიროს სანაცვლოდ - პერესმა მაცდური წინადადება მიიღო!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ფედერიკო ვალვერდეს გაყიდვაზე საბოლოო უარი განაცხადა და მანჩესტერ „იუნაიტედმა“ სხვა მიმართულებით დაიწყო მუშაობა...
ტენ ჰაგის გუნდს ახლა კაზემიროს დამატება სურს. მანჩესტერელები მაქსიმალურად ცდილობენ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას, ისინი ბარსელონელი დე იონის დამატებაზეც მუშაობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაოდ.
ახალი ინფორმაციის მიხედვით, „იუნაიტედი“ მზად არის, მადრიდის „რეალს“ კაზემიროს სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
- 16 აგვისტო 2022
- 3 207
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.