ანჩელოტი: „მათ ჩვეულ სტილში არ უთამაშიათ, თუმცა...“
ანჩელოტიმ პრიმერა დივიზიონის 1-ლი ტურის თამაში („ალმერიასთან“ 1-2) შეაჯამა.
„მძიმე თამაშის მოლოდინი გვქონდა და დაცვაში დაშვებული შეცდომით, რომლის არიდებაც შეგვეძლო, უფრო გავირთულეთ ცხოვრება. მეტოქე წარმატებით ასპარეზობდა უკანა ხაზში, თუმცა პირველი გატანილი გოლის შემდეგ ჩვენთვის უფრო გამარტივდა ყველაფერი.“
„რუდიგერმა კარგი წარმოდგენა შემოგვთავაზა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩვეულ სტილში არ უასპარეზიათ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. მათ უკეთესადაც შეუძლიათ თამაში. ვფიქრობ, ემოციურ დონეზე დიდი ზეწოლა განიცადეს. კამავინგა ყვითელი ბარათის გამო შევცვალე, რისკზე არ წავედით.“
„თავდაპირველად, საჯარიმო დარტყმა კარიმს ან ტონის უნდა შეესრულებინა, თუმცა დავიდმა ითხოვა რომ სწრაფად შესულიყო მოედანზე, რათა სწორედ ის მისულიყო ბურთთან. ცხადია, ადვილი არ იყო მათთვის უარი თქმა, მაგრამ ალაბამ შესანიშნაავდ დაარტყა.“
„ამ ეტაპისათვის ასენსიო „რეალის“ ფეხბურთელია და დამსახურების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს სათამაშო წუთებს. ჩვენ გვახსოვს მისი მოქმედება განვლილ სეზონში და არა ერთი გატანილი გოლი. მარკო მნიშვნელოვანია მოთამაშეა, დაველოდებით მოვლენების განვითარებას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.“
„ლუკასი შემადგენლობის ნაწილია და ყოველთვის მზადყოფნაშია. მან დიდი სამუშაო ჩაატარა მოედანზე და მნიშვნელოვანი გოლიც ჩაიწერა აქტივში. ის მაგალითია პროფესიონალიზმისა და დისციპლინის.“
„აზარი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია და პრობლემები არ აწუხებს. ედენი თავდაუზოგაავდ ვარჯიშობს და ვფიქრობ, დიდ დროს მიიღებს ამ სეზონში.“
- 15 აგვისტო 2022
- 1 245
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.