250 მილიონი ევრო „რეალის“ 2 ვარსკვლავისთვის - „იუნაიტედს“ ვერ აჩერებენ
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგებით აღშფოთებულია და აღარ იცის რა ქნას. გუნდი მე-20 პოზიციაზე იმყოფება...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორისა და ფედერიკო ვალვერდეს სანაცვლოდ „ოლდ ტრაფორდის“ გუნდი 250 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ეს მართლაც კოლოსალური თანხაა, რომელიც ნებისმიერ კლუბს დააფიქრებს, მაგრამ ფლორენტინო პერესმა ისიც კარგად იცის, რომ ბრაზიულიურ-ურუგვაული დუეტი „რეალის“ მომავალია.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირა რჩება. ყველა ვარაუდით, სწორედ ეს 2 კვირა იქნება ყველაზე საინტერესო შეთანხმებების კუთხით.
- 14 აგვისტო 2022
- 2 909
- 4