ანჩელოტი ახალ გეგმავს ამუშავებს
კარლო ანჩელოტი ახალი სეზონისთვის ახალ გეგმებს ამუშავებს...
იტალიელმა სპეციალისტმა სუპერთასისწინა პრესკონფერენციაზეც თქვა, რომ ახალ სეზონში გაცილებით მეტი როტაცია იქნება, ვიდრე შარშან იყო.
კარლიტოს არ სურს, რომ ახალწვეულ ჩუამენისა და ანტონიო რუდიგერს გული დაწყვიტოს და სათამაშო დრო არ მისცეს. ეს უკანასკნელი „ჩელსის“ დაცვის ხაზის ნამდვილ ლიდერად და შეუცვლელ წევრად ითვლებოდა, „რეალში“ კი გარანტირებული პოზიცია არ აქვს.
ამ ეტაპზე ანჩელოტი ალაბასა და მილიტაოს დუეტს უალტერნატივოდ მიიჩნევს, მაგრამ რამდენად შეეგუება მსგავს გადაწყვეტილებას რუდიგერი უცნობია.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კარლიტო ლა ლიგის მატჩებში ცვლილებებს შემოგვთავაზებს, თუმცა ეს მხოლოდ დაცვას არ შეეხება.
ანჩელოტი აპირებს, რომ ლუკა მოდრიჩს დასვენების საშუალება ხშირად მისცეს, აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება ტონი კროოსზეც. ორივეს ჩასანაცვლებლად გუნდს ბრწყინვალე რესურსი აქვს ვალვერდეს, კამავინგასა და ჩუამენის სახით.
ცალკე პრობლემაა სებალიოსი, თუმცა მისი დარჩენა/არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
რაც შეეხება წინა ხაზს. ბენზემა და ვინისიუს ჟუნიორი უალტერნატივოები არიან, მარჯვენა ფლანგზე თამაშისთვის კი ხშირად იბრძოლებენ როდრიგო, ასენსიო და აზარი. ეს უკანასკნელი გარკვუელ მომენტებში ბენზემასაც შეცვლის.
და ბოლოს, მარიანო დიასი - ანჩელოტი მის ადგილს გუნდში ვერ ხედავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
- 12 აგვისტო 2022
- 1 608
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.