ამაური ”იუვენტუსის” ერთგულია
ტურინის ”იუვენტუსის” თავდასხმელმა, კარვალო ამაურიმ განაცხადა, რომ იგი ”ბებერ სინიორაში” დარჩება.
როგორც corriere dello sport-ი იუწყება, მოურინიომ დაურეკა დირექტორებს, რომლებიც ჩავლენ იტალიაში და ამაურის ტრანსფერზე დაიწყებენ მოლაპარაკებებს.
ამაური მოხარულია იმით, რომ მისით ისეთი დიდი გუნდი დაინტერესდა, როგორიც მადრიდის ”რეალია”, მაგრამ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ იგი ”იუვენტუსში”რჩება.
”მადრიდის რეალი?სასიამოვნოა როცა შენით ”ბლანკოსი” ინტერესდება, მაგრამ მე ეხლა მხოლოდ ”იუვენტუსზე” ვფიქრობ და აქ მსურს დარჩენა”.- განუცხადა ამაურიმ Il Corriere Dello Sport-ს.
ფეხბურთელის აგენტმა ჯამპერო პოჩეტამ განაცხადა, რომ ამაური ”იუვენტუსში” რჩება და იგი ”რეალში” არ გადაბარგდება.
”ამაური მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი ნება, რომ იგი ”იუვენტუსში” რჩება.”რეალის” ინტერეს მისთვის მხოლოდ სტიმულია.”
წყარო:goal.com
http://www.goal.com/en-us/news/86/italy/2010/07/31/2049878/juventus-striker-amauri-snubs-real-madrid
- 1 აგვისტო 2010
- 1 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.