კარვახალი:„ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვარ“
დანი კარვახალმა ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ევროპის სუპერთასის მოგება მეოთხედ შევძელი, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ეს არის ბრწყინვალე სტარტი. აღებული გეზი უნდა შევინარჩუნოთ და სხვა ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ.“
„გუნდი ძალიან კარგად მუშაობს. ნაყოფიერი პრე-სეზონი გვქონდა, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით.“
„ჩვენი მიზანი 6 ტიტულის მოგება იყო, დღეს 1 უკვე მოვიგეთ, წინ კი 5 თასია, სადაც ბევრი გუნდი შეგვეცილება. როდესაც წარმატებას მიაღწევ, ამის გამეორება ურთულესია, თუმცა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თასების ზედიზედ მოგება შეგვიძლია.“
„„ბარსელონას“, „ატლეტიკოს“ და „სევილიას“ სახით ლა ლიგაში დიდი კონკურენტები გვეყოლება, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე კი არაერთი ტოპ კლუბი აცხადებს პრეტენზიას.“
„ვამაყობ, რომ სამეფო კლუბის კაპიტანთა სიაში ვარ. „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია. თეთრი მაისურით კიდევ ბევრი თასის მოგებას ვაპირებ.“
- 11 აგვისტო 2022
- 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.