კურტუა:„უბედნიერესი ვარ, რთული ბურთების მოგერიება შევძელი“
ტიბო კურტუამ „აინტრახტთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„„რეალი“ ყველა მომენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საბოლოო ჯამში გამარჯვება დააფიქსირა.“
„უბედნიერესი ვარ, რამდენიმე მომენტში რთული ბურთების მოგერიება შევძელი და გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. კამადას მოძრაობა კარგად წავიკითხე და საბოლოო ჯამში სიტუაცია გავანეიტრალე.“
„ამიერიდან კიდევ უფრო მომატება გვმართებს. ლა ლიგა მალე იწყება. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფებით.“
„სექტემბერსა და ოქტომბერში „ბლანკოსმა“ განსაკუთრებული სტაბილურობა უნდა გამოიჩინოს, ნოემბერში კი მსოფლიო ჩემპიონატი გველის.“
- 11 აგვისტო 2022
- 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.