ანჩელოტი:„გილოცავთ, „რეალი“ ევროპის სუპერთასის მფლობელია“

კარლო ანჩელოტიმ ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ეს იყო იმაზე ბევრად რთული თამაში, ვიდრე თქვენ გგონიათ. მეტოქემ ვერტიკალური თვალსაზრისით ბრწყინვალედ იასპარეზა. სიტუაციის დალაგება მხოლოდ მას შემდეგ შევძელით, რაც კაზემიროს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ალაბამ გოლი გაიტანა.“

„ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც პირველ რიგში ჯანსაღ გუნდს აყალიბებს. გასახდელში ბრწყინვალე სიტუაციაა, ამიტომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

„გასულ სეზონში გუნდი ბევრად გაიზარდა და გაუმჯობესდა. ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ.“

„ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მან ევროპის სუპერთასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და გოლის გატანაც შეძლო. გასულ სეზონში „9“-იანის როლი ძალიან დიდი იყო. მას ფინალში არ გაუტანია, თუმცა „პსჟ“-ს, „ჩელსის“ და „სიტის“ წინააღმდეგ არნახული ბურთებით დაგვამახსოვრა თავი.“

„თუ კარიმი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, განვაცხადებ, რომ გადაწყვეტილება ჩემ კრიტერიუმში არ ზის.“

„როტაციები? ვფიქრობ, ახალ სეზონში მეტი როტაცია გვექნება, ვიდრე შარშან.“

„კაზემირო მართლაც საოცარი იყო. ბრაზილიელს გოლის გატანაც შეეძლო. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

„ალაბა კიდევ უფრო გაძლიერებულია. ჩვენ „ბაიერნში“ წლების წინ ერთად ვმუშაობდით, მაგრამ მაშინდელი და ახლანდელი დავიდი განსხვავდებიან.“

„დიახ, მე ვჩანვარ, მაგრამ ჩემს უკან დიდი შტაბი დგას, რომლებიც მეხმარებიან სამედიცინო და სტრატეგიული ასპექტებში.“

„ეს სეზონი უჩვეულო იყო. ზოგადად, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელები დასასვენებლად მიდიან, ახლა კი საკლუბო ფეხბურთში მოუწევთ დაბრუნება. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია რესურსის განაწილება.“

  • Hala
  • 11 აგვისტო 2022
  • 4 256
  • 4

1

11 აგვისტო 2022 11:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აზარი ათამაშე კაცო

2

11 აგვისტო 2022 11:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40
Gilocavt madridistebo HALA MADRID

Pirdapir uda gadaecat es tasi Realistvis

3

11 აგვისტო 2022 13:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ამ აზარით რატო ... როდის რა დაამტკიცა ერთი როცა ითამაშა, არმჯერა მაგის ათამაშების, თან ვინის ადგილზე რო ითხოვთ თამაშს, ერთერთი საუკეთესოა გუნდში . ექნება დრო და გამოგა მარა მეეჭვება რამე გააკეთოს, 3წელია ტრავმატოლოგიურში წევს

4

11 აგვისტო 2022 14:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გაგვიტრუხდა უკვე ამდენი თასი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)