„რეალს“ 80 მილიონი ეძვირა, ბერნარდუ „ბარსელონას“ მიუახლოვდა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ „სიტის“ შორის ბერნარდუ სილვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს...
ფლორენტინო პერესს „სიტის“ მიერ მოთხოვნილი თანხა, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს, ძალიან ეძვირა, სწორედ აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.
ამის პარარელიურად, ჟოან ლაპორტამ სრული მზადყოფნა გამოთქვა და ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არის.
„ბარსელონა“ სილვას სანაცვლოდ მანჩესტერულ გრანდს 80 მილიონ ევროს უხდის, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.
საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო ნაბიჯებს, ლაპორტა სილვასაც ამატებს.
- 9 აგვისტო 2022
- 1 894
- 14