ბენზემას „რეალში“ ჰოლანდი შეცვლის
მადრიდის „რეალში“ დარწმუნებულები არიან, რომ ერლინგ ჰოლანდი ადრე თუ გვიან ბერნაბეუზე ითამაშებს...
ფლორენტინო პერესი 2024 წელს ნორვეგიელი ფეხბურთელის დამატებას და ბენზემას ჩანაცვლებას გეგმავს.
„სიტისა“ და ნორვეგიელს შორის არსებული კონტრაქტის შესაბამისად, 2024 წელს მსურველი კლუბისა და ფეხბურთელის შეთანხმების შემთხვევაში, მანჩესტერული მხარე ვალდებულია მოთამაშე 150 მილიონ ევროდ გაყიდოს.
პერესი ყველა ბერკეტს აამოქმედებს იმისათვის, რომ ერლინგი დაიმატოს, მომდევნო 2 წელიწადში კი ექს დორტმუნდელი კიდევ უფრო დაიხვეწება.
- 9 აგვისტო 2022
- 1 412
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.