ისკო:„„რეალში“ შესაძლებლობები ამოვწურე, ეს კლუბი ყოველთვის მეყვარება“
ისკო ალარკონმა „სევილიაში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა...
„ძალიან მიყვარს ანდალუსია და ზოგადად ესპანეთი. „სევილიაში“ გადმოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი, ვინაიდან სამშობლოდან წასვლა არ მსურდა.“
„გეგმები საკმაოდ ამბიციურია. ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. სამწუხაროდ, „რეალის“ ჩემპიონობას ხელი უნდა შევუშალო, ახლა ჩემი საზრუნავი ლა ლიგაში „სევილიას“ პირველადგილოსნობა იქნება.“
„რას ვაპირებ? მაქსიმალურად დიდი დატვირთვით მიღებას და პროდუქტიულ თამაშს.“
„„რეალიდან“ ჩემი წასვლა გარდაუვალი იყო, რადგან იქ შესაძლებლობები ამოვწურე. თითოეული მადრიდისტა ყოველთვის ძალიან მეყვარება. წლები, რომელიც „ბლანკოსის“ რიგებში გავატარე დაუვიწყარი იყო.“
- 7 აგვისტო 2022
- 2 250
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.