ჯონ ჰარტსონი:„ბენზემამ თანამედროვე ფორვარდის სტილი შეცვალა“
გლაზგო „სელტიკის“ ყოფილმა ფორვარდმა ჯონ ჰარტსონმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა...
„ჩემს ეპოქაში ბენზემას სტილის ფორვარდები იშვიათად მოიძებნებოდნენ. როდესაც „სელტიკში“ ვთამაშობდი, მხოლოდ მეორე სართულზე ორთაბრძოლის მოგება და გოლის გატანა მევალებოდა.“
„კარიმი მრავალმხრივი ფეხბურთელია, მან სამეფო კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და თვისობრივად შეცვალა თავდამსხმელის სტილი.“
„დღესდღეობით წინახაზელები მეტს მოძრაობენ და ნახევარდაცვასაც ხშირად ეხმარებიან.“
„ფაქტია, რომ ბენზემას მაგალითზე ახალი თაობა იზრდება. ზოგადად, ფეხბურთში ტაქტიკური ცვლილებები 15-20 წელიწადში ერთხელ ყოველთვის ფიქსირდება.“
- 7 აგვისტო 2022
- 765
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.