„რეალის“ ინტერესის ხელში ჩაგდებას „პსჟ“ ცდილობს
ფაბიან რუისი მადრიდის „რეალის“ რადარზეა. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი მის დამატებას 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავდა, მაგრამ როგორც სჩანს, სიტუაცია იცვლება...
არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ ესპანელი ნახევარმცველის დამატებით „პსჟ“ არის დაინტერესებული და „ნაპოლისთან“ ინტენსიური მოლაპარაკებებიც აქვს.
იმ ფონზე, რომ იტალიური კლუბი ფაბიანთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, ამ ზაფხულს მისი გაყიდვა და გარკვეული თანხის მიღება გაცილებით უპრიანი ნაბიჯი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ რუისი პარიზში თამაშს დათანხმდება, „რეალის“ გეგმები 1 წელიწადში განხორციელებას ვეღარ დაექვემდებარება.
- 7 აგვისტო 2022
- 733
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.