„რეალის“ უარის შემდეგ ვერნერმა „ლაიფციგში“ დაბრუნება გადაწყვიტა
არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს მადრიდის „რეალსა“ და ტიმო ვერნერის წარმომადგენლებს შორის საბოლოო კომუნიკაცია შედგა...
გერმანელმა ფეხბურთელმა გაიგო, რომ ფლორენტინო პერესს მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს, აქედან გამომდინარე, მისი ბერნაბეუზე მოხვედრა გამორიცხულია.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანელი შემტევი ყოფილ კლუბს უბრუნდება.
„ლაიფციგსა“ და ვერნერს შორის შეთანხმება უკვე არსებობს, ოფიციალური განცხადება კი საკმაოდ მალე უნდა გაკეთდეს.
- 7 აგვისტო 2022
- 497
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.