მე-12 ვიზიტი აშშ-ში
83 წლის წინ, 1927 წელს, მადრიდის “რეალმა” პირველად ითამაშა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა უინტერესო არ იქნება, თუ თვალს გადავავლებთ “რეალის” “ამერიკულ” ისტორიას.
1927 წელს, აშშ-ში თამაშის გადაწყვეტილება “რეალის” მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლუის დე ურკიხომ მიიღო. ტურნე ორ თვეს გაგრძელდა. "ბლანკოსმა" ითამაშა არგენტინაში, ურუგვაიში, კუბაში, პერუში, მექსიკასა და ბოლოს აშშ-ში. ტურნეს ბოლო მატჩი, ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც “რეალი” საფეხბურთო კლუბ “გალისიას” დაუპირისპირდა.
1959 წელს “რეალი” აშშ-ში ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსით გაემგზავრა. მაშინ გუნდის ლიდერები დი სტეფანო, პუშკაში და ხენტო იყვნენ. მადრიდელებმა ერთი შეხვედრა გამართეს, “გრაკერის” წინააღმდეგ და 6-2 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მატჩი ბეისბოლის სტადიონზე გაიმართა.
1961 წელს “რეალს” ორთვიანი ამერიკული ტურნე ჰქონდა. "სამეფო კლუბმა" ამჯერად მოიარა: ჩილე, ეკვადორი, კოსტა-რიკა, გვატემალა, კანადა და აშშ. “ბოლო გაჩერება” ლოს-ანჯელესი აღმოჩნდა, სადაც "ბლანკოსმა" ადგილობრივ გუნდს 9-0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ცხრიდან 7 გოლი სამი ფეხბურთელის ანგარიშზე იყო: დი სტეფანო (3), პუშკაში (2) და დელ სოლი (2).
1965 წელს, “რეალი” აშშ-ს მეოთხედ ეწვია. “სამეფო კლუბმა” იმ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა თასი მეექვსედ მოიგო. ესპანელებმა მხოლოდ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს, არგენტინული “ინდეპენდიენტეს” წინააღმდეგ. მატჩი ნიუ-იორკში გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
1967 წელს, “ბლანკოსი” უკვე ჰიუსტონს სტუმრობს. შეხვედრას, რომელიც “რეალმა” ინგლისური “ვესტ ჰემის” წინაღმდეგ გამართა, 55 000 გულშემატკივარი დაესწრო. "სამეფო კლუბმა" 3-2 მოიგო. მაშინ “რეალის” ღირსებას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ: ამანსიო, ზოკო, პაჩინი, პირი და ხენტო.
მომდევნო ზაფხულს “რეალი” ნიუ-იორკს ეწვია და ადგილობრივ გუნდს ამხანგურ მატჩში 4-1 სძლია. დუბლი შეასრულა მიგელ პერესმა.
1968 წლის შემდეგ, 22 წელი დასჭირდა “რეალს” ამერიკაში დასაბრუნებლად. 1990 წლის ზაფხულში, "ბლანკოსმა" აშშ-ში 4 მატჩი გამართა და სამ მათგანში გაიმარჯვა: “ვესტ ბრომვიჩის” (6-1), “კიოლნის” (1-0), და “კონკაკაფის” ნაკრების წინაღმდეგ (2-0). ტურნეს ბოლოს მადრიდელები მექსიკის ნაკრებთან დამარცხდნენ, 1-3. “სამეფო კლუბის” ლიდრობას მაშინ უგო სანჩესი, პაკო ბუიო, პარა და გორდილიო სწევდნენ.
2002 წლის 8 აგვისტოს, “რეალი” ნიუ-იორკში იტალიურ “რომას” შეხვდა. მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
2005 წელს მადრიდელებმა აშშ-ში ორი შეხვედრა გამართეს. ისინი ჯერ “ჩივასს” (3-1) დაუპირისპირდნენ ჩიკაგოში, ორი დღის შემდეგ კი, ლოს-ანჯელესში ადგილობრივი “გალაქსი” დაამარცხეს, 2-0.
2006 წელს, “რეალმა” ასევე ორი შეხვედრა გამართა ამერიკაში: ჯერ “დი სი იუნაიტედს” დაუზავდა (1-1), შემდეგ კი “რეალ სოლტ ლეიკი” დაამარცხა (2-0).
“ბლანკოსის” ჯერჯერობით ბოლო ვიზიტი კი გასული წლით თარიღდება: 2009 წლის 9 აგვისტოს “სამეფო კლუბმა” “დი სი იუნატედი” 3-0 დაამარცხა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 31 ივლისი 2010
- 2 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.