როდრიგო:„მეტი გოლი, მეტი ასისტი და ეფექტი მსურს“
როდრიგო გოეშმა ევროპის სუპერთასსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ევროპის სუპერთასი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ამ ფორმატში არასდროს მითამაშია. ვისურვებდი, რომ ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიგო და შემდეგ სუპერთასისთვის ვიბრძოლო. „რეალისთვის“ ჩემპიონატს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქმე ფინალს ეხება, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“
„ყოველდღე ბევრ რამეს ვსწავლობ და ვუმჯობესები. ჩემთვის გამოცდილ ფეხბურთელებთან ურთიერთობა სტიმულის მომცემია, რომელიც მრავალი ასპექტის დახვეწაში მეხმარები. გავიზარდა და განვვითარდი.“
„ხანდახან არ მჯერა, როდესაც ვუყურებ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ. ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში შევძელი, რაც ამაყს მხდის. გარდა ჩემპიონთა ლიგისა, ლა ლიგის თასსაც ორჯერ დავეუფლე.“
„მოდრიჩის ხარისხი, თამაშის სტილი და გამოცდილება ფასდაუდებელია. ლუკასგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობ.“
„მას შემდეგ, რაც ანჩელოტი მადრიდში ჩამოვიდა, ბევრი რამ შეიცვალა. ის ფენემენალური ნიჭით დაჯილდოვებული სპეციალისტია, რომლისთვისაც გამარჯვებით იქით გზა არ არსებობს.“
„მინდა, რომ მომავალი სეზონი წინებზე კარგი გამოდგეს. შარშან საკმაოდ დიდი პროგრესი ვაჩვენე. ახლა მეტი ასისტი, მეტი გოლი და მეტი ეფექტი მაქვს მიზნად დასახული. ყოველთვის მახსოვს, რას გვესაუბრება ანჩელოტი და რა რჩევებს გვაძლევს კონკრეტული გამოწვევების წინ.“
„არ მსურს მიზნების დასახვა, გოლების რაოდენობის განსაზღვრა და ასე შემდეგ. უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშო.“
„ზეწოლა? სიმართლე გითხრათ, ემოციური ფონი სპორტს უხდება და ეს ნორმალურია.“
- 2 აგვისტო 2022
- 1 657
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.