„სელტა“ მარიანოს სანაცვლოდ 7 მილიონს იხდის
ვიგოს „სელტა“ მზად არის, მარიანო დიასის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადოს...
ფლორენტინო პერესი ამ თანხაზე თანახმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიგოურ კლუბს დიასთან ურთიერთობის სრულ თავისუფლებას აძლევს.
თუ ტრანსფერი შედგება, „ბლანკოსი“ სატრანსფერო ღირებულების მიღებასთან ერთად იმ ხელფასს დაზოგავს, რომელიც 2 წლის განმავლოაში მარიანოს კიდევ უნდა გადაუხადოს, ეს თანხა წლიურად 4.5 მილიონია.
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ მარიანო „სელტაში“ გადასვლაზე თანხმობას განაცხადებს, „რეალი“ პროცედურებს უმალვე დაიწყებს.
- 2 აგვისტო 2022
- 1 124
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.