მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხოსე ლუის ლორენტე გუტიერესის გარდაცვალების გამო, რომელიც 4 დიდებული სპორტსმენის მამა გახლდათ. ხოსე ლუისის შვილები - პაკო და ხულიო ლორენტეები სხვადასხვა დროს „ბლანკოსის“ საფეხბურთო გუნდის ღირსებას იცავდნენ, ხოლო ლუის და ტონი ლორენტეები საკალათბურთო კოლექტივში ირიცხებოდნენ. 91 წლის ასაკში გარდაცვლილი მადრიდისტა ასევე არის „რეალის“ ყოფილი და „ატლეტიკოს“ ამჟამინდელი ფეხბურთელის, მარკოს ლორენტეს ბაბუა.
მადრიდის „რეალს“ სურს გამოუცხადოს სამძიმარი და თანადგომა ლორენტეების ოჯახს ამ მძიმე წუთებში.
- 31 ივლისი 2022
- 3 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.