„ჩელსი“ ცდილობს, ენდრიკი „რეალს“ წაართვას
ენდრიკ ფელიპე მორეირა, რომელიც 21 ივლისს 16 წლის გახდა, უკვე 1 წელია მადრიდის „რეალის“ რადარზე იმყოფება...
ბრიტანული გამოცემების ცნობით კი, ასპარეზზე ლონდონის „ჩელსიც“ გამოვიდა, რომელსაც სურს, რომ ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი დროულად გაიფორმოს და „ბლანკოსს“ წაართვას.
„ჩელსიმ“ „პალმეირასს“ უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართა. განიხილება, როგორც შეძენისა და იჯარის წესით ბრაზილიაში დატოვების, ასევე სხვა ვარიანტები.
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალს“ ენდრიკისთვის ბრძოლაში სერიოზული გარღვევა მოუწევს, ვინაიდან ასაკის მიუხედავად, ფეხბურთელის დამატებით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ მორეირა დე სოუსა უნივერსალია, ის შესანიშნავია ცენტრ-ფორვარდის პოციზიაზე, ასევე ბრწყინვალედ ირგებს მარცხენა და მარჯვენა გარემარბის როლსაც.
- 31 ივლისი 2022
- 1 513
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.