„რეალისა“ და „იუვეს“ ხელმძღვანელებმა სებალიოსზე ისაუბრეს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა გუშინდელი მატჩის წინ დანი სებალიოსის სერია „ა“-ში გადასვლაზე ისაუბრეს...
სებას კანდიდატურა მასიმილიანო ალეგრის მოსწონს და მიიჩნევს, რომ იტალიელი მისი გუნდის ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
დანის ფასი 10 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა ანიელი აღნიშნულ თანხას გადაიხდის, „ბლანკოსს“ არანაირი წინააღმდეგობა არ ექნება.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, ამ ეტაპზე უცნობია, რას ფიქრობს თავად ნახევარმცველი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გადასვლაზე, თუმცა ფაქტია, რომ მას „რეალში“ შანსი ფაქტობრივად არ აქვს.
- 31 ივლისი 2022
- 791
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.