ბენზემა:„დი მარია ჩემი მეგობარია“
კარიმ ბენზემამ „იუვენტუსთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პრე-სეზონის მატჩებში შედეგეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „იუვენტუსთან“ გამარჯვება და ტურნეს მოგებით დასრულება სასიამოვნო იყო.“
„გუნდმა სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა. მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი.“
„ახლა მცირეხნიანი პაუზის დროა. ჩვენ მრავალსაათიანი ფრენა გველის, შემდეგ კი მადრიდში ვივარჯიშებთ და „აინტრახტთან“ პაექრობაზე გავაკეთებთ აქცენტს.“
„დი მარიასთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. ანხელს ვუთხარი, რომ მასთან ერთად მოგებული „ლა დესიმა“ და მისი წვლილი „რეალის“ ეპოქალურ სეზონში უდიდესი იყო.“
- 31 ივლისი 2022
- 4 915
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.