ვალვერდე:„მოედნის ნებისმიერ წერტილში ბოლომდე ვიხარჯები“
ფედერიკო ვალვერდემ „იუვენტუსთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ტემპი ძალიან მაღალი იყო. გუნდს შეტევაში საკმაოდ ბევრი შანსი მიეცა. გუნდი გაუმჯობესდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად.“
„პრე-სეზონი გამარჯვებით დასრულდა, ახლა კი ევროპის სუპერთასის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. გუნდს აქვს ხასიათი, შემართება და მოტივაცია.“
„ვარჯიში გრძელდება. მადრიდში დაბრუნების შემდეგ მცირე დროით დავისვენებთ და „აინტრახტთან დაპირისპირებისთვის დავიწყებთ მზადებას.“
„მოდრიჩი, კროოსი და კაზემირო უდიდეს განწყობას ქმნიან. მათთან ერთად ვარჯიში დიდ გამოცდილებას მაძლევს. გამოცდილი მოთამაშეები ახალგაზრდებს ბევრს გვასწავლიან.“
„მარჯვენა ფლანგზე? ამ პოზიციაზე საუკეთესო ფედეს ნახვა არ არის შესაძლებელი, თუმცა მოედანზე სულს ვდებ და ეს ნებისმიერ პოზიციაზე ასეა.“
- 31 ივლისი 2022
- 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.